Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთი: სერბიიდან ლტოლვილთა დიდი რაოდენობა ცდილობს საზღვრის გადაკვეთას


22 თებერვალს უნგრეთი იტყობინებოდა, რომ მკვეთრად გაიზარდა იმ მიგრანტთა რიცხვი, რომლებიც არალეგალურად ცდილობენ გადაკვეთონ უნგრეთის საზღვარი. ეს მიგრანტთა ტალღის ახალი, პირველი ზრდაა მას შემდეგ, რაც შარშან ბუდაპეშტმა მავთულხლართი გაავლო სერბიასთან საზღვრის გასწვრივ. უნგრეთის მთავრობის თანახმად, 1 თებერვლის შემდეგ ათას ხუთასი არალეგალური მიგრანტი შეეცადა უნგრეთში შეღწევას. მათგან ხუთასი საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა 19 თებერვლის შემდეგ. პოლიციის ცნობით, უმეტესობა ეგრეთ წოდებული, ეკონომიკური მიგრანტები იყვნენ მაროკოდან, ირანიდან და პაკისტანიდან. ამგვარ მიგრანტებს როგორც წესი, დეპორტაცია ელით.

XS
SM
MD
LG