Accessibility links

logo-print

ავღანეთის სამთავრობო ჯარებმა ჰელმანდის ორი ოლქი დატოვეს


ავღანეთის მთავრობის ჯარებმა სამხრეთში მდებარე პროვინციის, ჰელმანდის ორი ოლქი დატოვეს. ცნობით, ჯარებმა დატოვეს ორი სამხედრო ბაზა და გადაინაცვლეს სხვა არეალში, რომელიც სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვნად ითვლება. ნატოს გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიის წარმომადგენლის, აშშ-ის არმიის პოლკოვნიკის, მაიკლ ლოუჰორნის, თქმით, ავღანეთის არმია ტაქტიკურ გადაადგილებას ახორციელებს, რათა თალიბანს უფრო ეფექტიანად ებრძოლოსო. ჰელმანდი ოპიუმის წარმოების მთავარი ცენტრია. ის ნელ-ნელა გამოვიდა სამთავრობო ჯარის კონტროლიდან ბოლო თვეებში, როცა მეამბოხეებმა სოფლები დაიკავეს.

XS
SM
MD
LG