Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრაღაში შეხვდა ჩეხეთის პრეზიდენტს


საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანის აზრით, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას დიდი პოტენციალი აქვს. კვირიკაშვილმა და ზემანმა ეს მოსაზრება გამოთქვეს შეხვედრაზე, რომელიც 22 თებერვალს პრაღაში გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა ზემანმა სრული მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ხოლო კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობაზე. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეფასებით, საქართველომ ყველა ტექნიკური მოთხოვნა წარმატებით შეასრულა. დღესვე, უფრო ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ჩეხ კოლეგას, ბოჰუსლავ სობოტკას.

XS
SM
MD
LG