Accessibility links

logo-print

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ


გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ჟან-მარკ ერო კიევში ჩავიდნენ უკრაინის ხელისუფლების მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის დასადასტურებლად. გასულ კვირაში უკრაინის პროდასავლურმა კოალიციამ დაკარგა საპარლამენტო უმრავლესობა, რაც იწვევს შეშფოთებას პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხის გამო. გერმანიის გაზეთმა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგმა“ 22 თებერვლის ნომერში გამოაქვეყნა შტაინმაიერისა და ეროს ერთობლივი წერილი, რომელშიც ისინი აქებენ უკრაინის მიერ ჩატარებულ რეფორმებს, მაგრამ ამავე დროს კიევს მოუწოდებენ კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურებისაკენ. ორი მინისტრი როგორც აღნიშნავს, რეფორმები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათში „ქვეყნის ყველა პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა“ უნდა მონაწილეობდეს. საფრანგეთისა და გერმანიის მინისტრების წერილში საუბარია აგრეთვე აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად მინსკის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. ორ წელიწადში კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9100-ს აღემატება.

XS
SM
MD
LG