Accessibility links

აშშ-ისა და რუსეთის გეგმით, 27 თებერვლიდან სირიაში ზავი ამოქმედდება


აშშ-მა და რუსეთმა გამოაცხადეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სირიაში ბრძოლის შეწყვეტას 27 თებერვლის შუაღამიდან. 22 თებერვალს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით, ზავი არ შეეხება ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამურ სახელმწიფოს" და ყველა სხვა ორგანიზაციას, რომელსაც გაერო ტერორისტულად მიიჩნევს. კონფლიქტის მხარეებმა 26 თებერვლის შუადღემდე უნდა გამოაცხადონ თავიანთი თანხმობის შესახებ. გეგმას უკვე გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი. მან გეგმა შეაქო და მას უწოდა „დამაიმედებელი სიგნალი“, რომელსაც დიდი ხანია ელოდა. ძალადობა სირიაში გრძელდება. მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ არეალებში 21 თებერვალს თავდასხმებმა იმსხვეპლა 140 ადამიანი.

XS
SM
MD
LG