Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში მსჯელობენ თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკების თარიღზე


ქაბულში იმართება ავღანეთის, პაკისტანის, ჩინეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენელი დიპლომატების შეხვედრა, რომლის მიზანიც არის თალიბანთან მოლაპარაკების თარიღის განსაზღვრა, რათა ბოლო მოეღოს სამოქალაქო დაპირისპირებას ავღანეთში. ამ ქვეყნის აღმასრულებელი ლიდერის, აბდულა აბდულას წარმომადგენელი, ჯავიდ ფაიზალი როგორც ამბობს, შეხვედრის მონაწილეები თებერვლის ბოლომდე დაასახელებენ თალიბანთან პირველი პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკების თარიღს. დიპლომატების წინა, 6 თებერვალს გამართული შეხვედრისას, რომელსაც ისლამაბადმა უმასპინძლა, გადაწყდა, რომ დიპლომატების ძალისხმევა მიმართული იქნება თალიბანის და ქაბულის წარმომადგენლების ერთმანეთთან შეხვედრის ორგანიზებისაკენ და თებერვლის ბოლოს ასეთი შეხვედრით უნდა განახლდეს სამშვიდობო მოლაპარაკება. სამშვიდობო პროცესი შეჩერდა 2015 წელს წინასწარი შეხვედრის შემდეგ - მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ თალიბანის დამფუძნებელი და ლიდერი, მოლა ომარი უკვე ორ წელიწადზე მეტი ცოცხალი აღარ იყო.

XS
SM
MD
LG