Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში სამუშაო ვიზიტს იწყებს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიაში სამუშაო ვიზიტს იწყებს. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბერლინში გაიმართება საქართველოს და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების, მიხეილ ჯანელიძისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა და ერთობლივი პრესკონფერენცია. სამდღიანი ვიზიტისას მიხეილ ჯანელიძე შეხვდება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერალური კანცლერის მრჩეველს,
ეკონომიკისა და ენერგეტიკის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებს და გერმანიის პარლამენტის წევრებს.

XS
SM
MD
LG