Accessibility links

logo-print

ილია იაშინი ჩეჩნეთის ლიდერს ადანაშაულებს ბორის ნემცოვის მკვლელობასთან კავშირში


რუსმა ოპოზიციონერმა ილია იაშინმა მოსკოვში წარმოადგინა ანგარიში „მუქარა ეროვნულ უსაფრთხოებას“, რომელიც ეხება ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის საქმიანობას. პრესკონფერენცია რამდენჯერმე შეწყდა ბომბით მუქარის და ხმაურის გამო. იაშინმა „ტერაქტი“ უწოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობას და კადიროვი დაადანაშაულა ამ მკვლელობასთან კავშირში. მას წაუყენა სხვა ბრალდებებიც - მათ შორის ბრალდება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში აგზავნის ჩეჩენ „მოხალისეებს“. იაშინი დოკუმენტის მთავარ ამოცანად ასახელებს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას და კადიროვის გადაყენების მიღწევას. „მსურს აღვნიშნო, რომ ჩეჩნეთი იქცა ცალკე სახელმწიფოდ რუსეთის ფედერაციაში. მსურს აღვნიშნო, რომ კადიროვი, ფაქტობრივად, არ ცნობს ფედერალურ კანონებს. მსურს აღვნიშნო, რომ კადიროვი, ფაქტობრივად, უგულებელყოფს რუსეთის კონსტიტუციას. სწორედ ეს არის ჩრდილოეთ კავკასიაში პუტინის პოლიტიკის მთავარი შედეგი“- განაცხადა იაშინმა. მან აღნიშნა აგრეთვე, რომ მოხსენებას აქვეყნებს საბჭოთა პერიოდში, 1944 წელს ჩეჩნების დეპორტაციის მორიგ წლისთავზე, ჩეჩენი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად.

XS
SM
MD
LG