Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა ჯარიმა ალექსეი ნავალნის გასამართლებისათვის


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტით, რუსეთმა დაარღვია ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის სამართლიანი სასამართლოს უფლება, რის გამოც მას უნდა გადაუხადოს 56 ათასი ევრო (61 700 დოლარი) ხარჯების და ზარალის დასაფარად. ნავალნი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტია, 2013 წელს გაასამართლეს თაღლითობის ბრალდებით. ოპოზიციონერი უკვე გამოეხმაურა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას: მას მიესალმა და განაცხადა, რომ ვერდიქტი ავალდებულებს რუსეთის უზენაეს სასამართლოს, გააუქმოს მისთვის გამოტანილი განაჩენი. თუმცა, რუსეთში შარშან მიიღეს კანონი, რომელიც გამართლებულად აცხადებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების უგულებელყოფას, თუ ისინი არ შეესაბამება რუსეთის კონსტიტუციას.

XS
SM
MD
LG