Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერმა რადიო თავისუფლებაში სტუმრობით დაასრულა პრაღაში ვიზიტი


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, რადიო თავისუფლების პრაღის შტაბ-ბინაში ვიზიტით დაასრულა პრაღაში ვიზიტი. ჩეხეთის რესპუბლიკაში ყოფნისას ის შეხვდა ამ ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ისევე როგორც პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს. საუბრები შეეხო საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ნატოში ინტეგრაციის საკითხს, ორმხრივი თანამშროლობის საკითხებს. პრაღაში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რადიო თავისუფლებასთან ვრცელ, ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობაზე. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს უწევს მხარდამჭერთა „მაქსიმალური მობილიზება“, რათა გაქარწყლდეს წუხილი, რომელიც ევროპის ქვეყნებში გავრცელდა მიგრანტების კრიზისის გამო. კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობას სურს, თავიდან აიცილოს ნებისმიერი ასოცირება მიგრანტების კრიზისსა და საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესს შორის და საბოლოოდ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, თავისუფლად იმოგზაურონ ევროპაში. "ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური კუთხით, მხედველობაში მაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე პოლიტიკური კუთხით, ვინაიდან ამყარებს საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის იმიჯს და კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი მოქალაქეების მოტივირებას, რომ ევროპული გზა და ევროპული ინტეგრაცია არის სწორი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG