Accessibility links

logo-print

დონალდ ტრამპი ნევადის შიდაპარტიულ არჩევნებშიც იმარჯვებს


აშშ-ში, სავარაუდოდ, ისევ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა რესპუბლიკელების შიდაპარტიულ არჩევნებში, რომელიც სამშაბათს ნევადის შტატში გაიმართა. მილიარდერი ბიზნესმენის გამარჯვებაზე მიუთითებს ტელეკომპანია CNN-ისა და საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესის" მიერ გავრცელებული წინასწარი შედეგები. შეერთებული შტატების ოთხი შტატიდან, სადაც უკვე გაიმართა რესპუბლიკელების შიდაპარტიული არჩევნები, ტრამპი უკვე მესამეში იმარჯვებს და ამით ამტკიცებს, რომ მხარდაჭერით სარგებლობს რესპუბლიკელების ელექტორატის სხვადასხვა სეგმენტში. ნევადაში მას, წინასწარი მონაცემებით, ერგო 45%. მას მოჰყვებიან სენატორი მარკო რუბიო 25%-ით და თედ კრუზი 22%-ით.

XS
SM
MD
LG