Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი მოითხოვს ავღანეთიდან უცხო სამხედრო შენაერთების გასვლას


ავღანელი თალიბების წარმომადგენლები მოითხოვენ ავღანეთიდან უცხო სამხედრო შენაერთების მთლიანად გასვლას, ქაბულში მთავრობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობამდე. ამის შესახებ კატარში თალიბანის ოფისმა აუწყა ჩვენს რადიოს. თალიბანის პოლიტიკური ოფისის პრესმდივანმა, მოჰამად ნაიმმა ამ საკითხზე განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ოთხი ქვეყნის წარმომადგენელმა დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ თალიბანთან მოლაპარაკება შესაძლოა მარტის პირველ კვირაში ისლამაბადში დაიწყოს. ავღანეთის, პაკისტანის, ჩინეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენელი დიპლომატები ცდილობენ თალიბანთან პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკების ორგანიზებას და მათ 23 თებერვალს გამოაცხადეს წინადადება, რომელიც ითვალისწინებს მოლაპარაკების მარტში დაწყებას. მაგრამ მოჰამად ნაიმის თქმით, თალიბანი მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებაში, რომელიც ბოლოს მოუღებს უცხოელების ოკუპაციას და ისლამურ მთავრობას მოიყვანს ავღანეთში.

XS
SM
MD
LG