Accessibility links

logo-print

რუს სამხედროებს, სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდათ უკრაინაში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან


გამომძიებელი ჟურნალისტების ჯგუფმა, ბრიტანეთში დაფუძნებულმა „ბელინგკეტმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც შეიცავს აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების საკითხზე მიკვლეულ ინფორმაციას და რომელიც ჯგუფმა გასული წლის ბოლოს მიაწოდა ჰოლანდიელ გამომძიებლებს. ამ ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო შენაერთის მეთაურებს კავშირი აქვთ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან. 2014 წლის ივლისში მომხდარმა ავიაკატასტროფამ 298 ადამიანი შეიწირა. "ბელინგკეტმა" დეკემბერში მიაწოდა ჰოლანდიელ გამომძიებლებს ანგარიშის სრული ვერსია, რის შემდეგაც გამომძიებლებმა გამოაცხადეს, რომ ამოწმებენ "ბელინგკეტისაგან" მიღებულ მასალებს, რომელთა თანახმად, სავარაუდოდ, 100-მდე რუს სამხედრო მოსამსახურეს ჰქონდა ინფორმაცია იმ სარაკეტო სისტემის გადაადგილებაზე, რომლითაც ჩამოაგდეს ბოინგ 777 ტიპის თვითმფრინავი.

XS
SM
MD
LG