Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა რამონ კასტრო - კუბის ყოფილი და ამჟამინდელი ლიდერების უფროსი ძმა


კუბაში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა რამონ კასტრო - კუბის ყოფილი და ამჟამინდელი ლიდერების, ფიდელ და რაულ კასტროების უფროსი ძმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას მშობლიურ ოლგუინის პროვინციაში დაკრძალავენ. სიკვდილის მიზეზზე არაფერს იუწყებიან. უმცროსი ძმებისაგან განსხვავებით, რამონ კასტროს არ იზიდავდა პოლიტიკური ბრძოლა, ის სოფლის მეურნეობაში იყო დასაქმებული და მინიჭებული ჰქონდა „კუბის რესპუბლიკის გმირი მშრომელის“ წოდება.

XS
SM
MD
LG