Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ცნობილი ადვოკატის პატიმრობა


აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ცნობილი ადვოკატის, ინტიკამ ალიევისათვის მისჯილი პატიმრობა. ალიევი 2014 წელს დააკავეს და მომდევნო წლის აპრილში მიუსაჯეს 7,5 წლით პატიმრობა მას შემდეგ, რაც სასამართლომ დამნაშავედ სცნო უკანონო ბიზნესაქტივობის, გადასახადებისათვის თავის არიდებისა და ხელისუფლების შეურაცხყოფისათვის. 2015 წელს ვერდიქტი ძალაში დატოვა ბაქოს სააპელაციო სასამართლომ. ინტიკამ ალიევის ადვოკატები და მხარდამჭერები მის გასამართლებას მიიჩნევენ ანგარიშსწორებად პროფესიული საქმიანობისათვის. ალიევი მრავალი აქტივისტისა და უფლებადამცველის ინტერესებს იცავდა. როგორც ჩვენს რადიოს უთხრა მისმა ადვოკატმა, ჯავად ჯავადოვმა, განაჩენს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

XS
SM
MD
LG