Accessibility links

ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, 11 საათზე დანიშნული შეხვედრა დაახლოებით ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, რადგან სხდომამდე, ცხინვალიდან ერგნეთში ჩასულმა გამომძიებლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კარავში ჩამოართვეს ჩვენება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული სამოქალაქო პირის, გრიგოლ ნალბანდოვის მამას. მან ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან ურთიერთობისგან თავი შეიკავა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ბერაიას ინფორმაციით, ერგნეთის წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზთან დაკავებულია საქართველოს 10 მოქალაქე, რომელთაგან 8 გათავისუფლებულია, კიდევ ორის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში მცხოვრები სულეიმანოვის და რუსთავში მცხოვრები ნანობაშვილის გათავისუფლებას კი ქართული მხარე დღევანდელ შეხვედრაზე მოითხოვს. ირაკლი ბერაიას თქმით, შეხვედრაზე საბოლოოდ გაირკვევა, იმყოფება თუ არა ცხინვალის იზოლატორში კიდევ ერთი მოქალაქე, დაახლოებით ორი კვირის წინ გაუჩინარებული გელა ილურიძე, რომელიც სოფელ წეროვნის მკვიდრია.

XS
SM
MD
LG