Accessibility links

გაფიცვა ტყიბულში


მე-11 დღეა ტყიბულში ათასამდე მეშახტეა გაფიცული. ისინი ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები შახტის ადმინისტრაციის ეზოში შეიჭრნენ და თავიანთი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს. დამსაქმებელი კომპანია „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფი გაფიცულებს პრესკონფერენციით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მოლაპარაკების დასაწყებად მზადაა. პროცესში სახელმწიფოს მხრიდან ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო, როგორც მოდერატორი, თუმცა ამ ეტაპზე მეშახტეების მთავარი მოთხოვნის, ხელფასების გაზრდის თაობაზე საიმედო არაფერი ისმის.

XS
SM
MD
LG