Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრაზე განიხილეს ბოლო პერიოდის ინციდენტები


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა, რომელზეც განიხილეს ბოლო პერიოდის ინციდენტები. საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეების დაკავების შემთხვევებს, აფეთქებებსა და სროლის შესახებ ცნობებს. ამის შესახებ ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც გაავრცელა ეუთომ - ერგნეთის შეხვედრების თანაორგანიზატორმა. ამავე განცხადებით, შეხვედრაზე გამოთქვეს მოსაზრება, რომ ვითარება, მთლიანობაში, სტაბილურია. გადაწყდა ნაბიჯების გადადგმა ტირიფონის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციოდ. ერგნეთის შემდეგი შეხვედრა 15 მარტს გაიმართება.

XS
SM
MD
LG