Accessibility links

logo-print

სამთავრობო შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს


საბჭოთა ოკუპაციის დღის გამო, სახელმწიფო დროშები დაუშვეს საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის სასახლის და სხვა სახელმწიფო უწყებების შენობებზე. წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლაში 1921 წლის 25 თებერვალს დაღუპული ქართველი იუნკრების ხსოვნას ტაბახმელაში მდებარე მემორიალთან მიაგეს პატივი საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით.

XS
SM
MD
LG