Accessibility links

logo-print

ნატო დაეხმარება თურქეთსა და საბერძნეთს ტრეფიკინგის აღკვეთაში


ნატოს წევრი მოკავშირე ქვეყნები შეთანხმდნენ გეგმაზე, რომელიც თურქეთსა და საბერძნეთს დახმარება, აღკვეთოს ტრეფიკინგი ეგეოსის ზღვაში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია ევროკავშირში მოხვედრის მსურველი არალეგალებისა და კონტრაბანდისტებისათვის. ამის თაობაზე 25 თებერვალს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა და დასძინა, რომ თურქეთისა და საბერძნეთის სამხედრო ძალები მხოლოდ საკუთარ ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში განახორციელებენ შესაბამის ოპერაციებს. თუმცა, ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების სამხედრო გემებს უფლება ექნებათ პატრულირება განახორციელონ, როგორ თურქეთის, ისე საბერძნეთის სანაპიროებთან. ოპერაციის შედეგად აღმოჩენილ არალეგალ მიგრანტებს კი გააბრუნებენ თურქეთში, რომელიც მათ დასაბინავებლად 3.3 მილიარდ ევროს მიიღებს.

XS
SM
MD
LG