Accessibility links

logo-print

თალიბანი ავღანეთიდან საერთაშორისო ძალების გაყვანას მოითხოვს


ავღანეთის თალიბანის ყატარის ოფისის წარმომადგენელი მოჰამედ ნაიმი აცხადებს, რომ თალიბანი ქაბულთან პირდაპირ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მხოლოდ მაშინ ჩაებმება, როდესაც საერთაშორისო სამხედრო ძალები სრულიად გავლენ ავღანეთიდან. მანამდე ე.წ. ოთხმხრივი საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენლები ცდილობდნენ დაეთანხმებინათ თალიბანი იმ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, რომელიც მომდევნო კვირას ისლამაბადში გაიმართება. ავღანეთის მთავრობა აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია თალიბანის მიერ წამოყენებული წინაპირობა.

XS
SM
MD
LG