Accessibility links

logo-print

კრემლი აკრიტიკებს ვაშინგტონს „სათადარიგო გეგმაზე“ საუბრის გამო


კრემლის განცხადებით, მოსკოვმა და ვაშინგტონმა გაცვალეს ინფორმაციების სირიაში დაგეგმილი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რაც 27 თებერვალს შედის ძალაში. ამასთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადანაშაულებს იმ ვაშინგტონელ მაღალჩინოსნებს, რომლებიც „სათადარიგო გეგმაზე“ საუბრობენ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი და დამასკი სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამენ სირიაში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის მიმართულებით. „სათადარიგო გეგმა“ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 23 თებერვალს, სენატის საგარეო კომიტეტზე მოხსენების დროს ახსენა, როცა აღნიშნა, რომ „მოსკოვისა და დამასკის გულწრფელობა მათ მოქმედებაში, სულ რამდენიმე დღეში გამოჩნდება“. მოსკოვი მიიჩნევს, რომ "სათადარიგო გეგმაზე" საუბარი არ შეუწყობს ხელს ცეცხლის შეწყვეტას სირიაში.

XS
SM
MD
LG