Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუბრავკა შიმონოვიჩი: ოჯახში ძალადობა საქართველოში კვლავ პირადულ საკითხად რჩება


2016 წლის 19 თებერვალს გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების საკითხებზე - დუბრავკა შიმონოვიჩმა დაასრულა თავისი ხუთდღიანი ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმულია საქართველოს მთავრობის სურვილი და მზადყოფნა, გააუმჯობესოს ზოგადად ქალების მდგომარეობა და ებრძოლოს ოჯახში ძალადობას. მაგრამ, მიუხედავად ქალების მიმართ ძალადობასთან საბრძოლველად საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული და მიღებული რიგი კანონებისა, მათ განხორციელებას „აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმად ფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა“, - ნათქვამია დუბრავკა სიმონოვიჩის განცხადებაში. ქალების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ქალთა მიმართ ძალადობის, მისი მიზეზებისა და შედეგების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი „კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს“,საქართველოს მიერ საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების სრულყოფილ ინტეგრირებას და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას. „გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს, რომ დაირღვეს სიჩუმის ციკლი, ბოლო მოეღოს ქალთა მიმართ ძალადობის პირადულ საკითხად აღქმას და უზრუნველყოფილ იქნეს ყველა და თითოეული ქალისა და გოგონას უფლება - იცხოვროს ისე, რომ მას არ დაემუქროს ძალადობა,“- ნათქვამია დუბრავკა შიმონოვიჩის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG