Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ანა დოლიძე დაასახელეს


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დაასახელა ანა დოლიძე. მის კანდიდატურას პრეზიდენტი უახლოეს დღეებში წარუდგენს პარლამენტს. მარგველაშვილის თქმით, ანა დოლიძე არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში გამოირჩეოდა პრინციპულობით უსამართლობასთან ბრძოლაში, პროფესიონალიზმით და უშიშარი პოზიციით გირგვლიანის საქმის განხილვის დროს. თავად დოლიძემ აღნიშნა, რომ მისთვის უდიდესი პატივია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასახელება. დოლიძე ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს.

XS
SM
MD
LG