Accessibility links

logo-print

ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს „თავისუფალი დემოკრატების“ გენმდივანი ალექსი პეტრიაშვილი


თბილისში, საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოზე, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანს, ალექსი პეტრიაშვილს. ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შსს-მ დაიწყო გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმისას პეტრიაშვილი იმყოფებოდა მეგობრისა და თანაპარტიელის, დიპლომატ ლევან მიქელაძის საფლავზე და მას სამი მეგობარი ახლდა.

XS
SM
MD
LG