Accessibility links

დავით ბეიტრიშვილი და ალექსანდრე გაჩეჩილაძე გარემოს შექმნის შესახებ


26 თებერვალს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმრები იყვნენ დავით ბეიტრიშვილი და ალექსანდრე გაჩეჩილაძე, ახალგაზრდა არქიტექტორთა გუნდ Archfolio-ს წარმომადგენლები. მათ ილაპარაკეს საცხოვრებელი გარემოს შექმნაში მოქალაქეების მონაწილეობის მნიშვნელობაზე. Archfolio-ს გუნდი ცდილობს ხელი შეუწყოს დიალოგს სხვადასხვა თაობის არქიტექტორებს შორის, აგრეთვე დიალოგს ქალაქისთვის აქტუალურ საკითხებზე. რამდენიმე დღის წინ მათი ორგანიზებით მოეწყო შეკრება, რომელზეც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მსჯელობას დაეთმო. „დილის საუბრების“ სტუმრები თვლიან, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში როგორც პროფესიონალების, ისე მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა, რომ პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში მათი ინტერესები მაქსიმალურად აისახოს. Archfolio-ს მიერ თბილისში ჩატარებულმა მცირე სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქალაქს არაკომფორტულად თვლის. ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ასახელებენ ტრანსპორტს, რასაც მოსდევს ეკოლოგია, ქალაქის არასწორად დაგეგმვა, დასუფთავება და ინფრასტრუქტურა. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებამდე მასშტაბური პროექტების განხორციელება არასწორია.

XS
SM
MD
LG