Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს სურს ჩრდილოეთ კორეას გაუმკაცრდეს სანქციები


აშშ გამოვიდა წინადადებით მნიშვნელოვნად გაუმკაცრდეს სანქციები ჩრდილოეთ კორეას და ახლა ცდილობს მხარდაჭერა მოიპოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს შორის, მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ჩრდილოეთმა კორეამ ბირთვული გამოცდა ჩაატარა. აშშ-ის ელჩმა, სამანტა პაუერმა განაცხადა, რეზოლუცია მნიშვნელოვნად გაზრდის ზეწოლას ფხენიანზეო. როგორც იუწყებიან, რეზოლუციის პროექტის თანახმად გაეროს წევრ ქვეყნებს დაევალება შემოწმება ჩაუტარონ ყველა ტვირთს, რომელიც მათ ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეიდან, ან მისი მიმართულებით იმოძრავებს, უკანონო მასალების მოძებნის მიზნით. უწინდელი წესებით, ქვეყნებს ტვირთების შემოწმება მხოლოდ მაშინ ევალებოდათ, თუკი გაჩნდებოდა გონივრული ეჭვი, რომ იქ აკრძალული მასალები იყო. ამასთან, ახალი რეზოლუციით დაიხურება მანევრის ყველა შესაძლებლობა გაეროს მიერ შემოღებულ იარაღის აკრძალვაში, რადგან სრულად აიკრძალება იარაღის იმპორტი და ექსპორტი. როგორც ვარაუდობენ, უშიშროების საბჭო რეზოლუციას კენჭს ამ შაბათ-კვირას უყრის. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩრდილოეთმა კორეამ ოთხი ბირთვული გამოცდა ჩაატარა და გაუშვა ექვსი გრძელ რადიუსზე მოქმედი რაკეტა - ყველა ეს ნაბიჯი უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა იყო.

XS
SM
MD
LG