Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულში გრძელდება მაღაროელთა გაფიცვა


ტყიბულში გრძელდება მაღაროელთა გაფიცვა ხელფასის 40%-ით გაზრდის, სამუშაო პირობების გაუმჯობესების და სხვა სოციალური მოთხოვნებით. გაფიცულთა მოლაპარაკებამ მაღაროს მფლობელი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ წარმომადგენლებთან ჯერჯერობით ვერ გამოიღო შედეგი. „ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ 25 თებერვალს განაცხადა, რომ მზად არის გააუმჯობესოს მაღაროელთა სოციალური პირობები და მენეჯმენტთან კომუნიკაციის პრობლემა აღმოფხვრას, თუმცა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის და მსოფლიო ბაზარზე ქვანახშირის მნიშვნელოვნად გაიაფების გამო, ამ ეტაპზე ვერ გასცემს ხელფასის მყისიერად გაზრდის არარეალურ დაპირებას. თავის მხრივ, მაღაროელები აცხადებენ, რომ უმთავრესი მოთხოვნა ხელფასის გაზრდაა და მის დაკმაყოფილებამდე გაფიცვას არ შეწყვეტენ. მაღაროელების და „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ხელმძღვანელთა მოლაპარაკებაში ჩართულნი არიან პროფკავშირების და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG