Accessibility links

logo-print

ტყიბულელი მეშახტეების მხარდასაჭერად თბილისში აქციები იმართება


ტყიბულელი მეშახტეების მხარდასაჭერად თბილისში აქციას მართავს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. "ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ სახელმწიფოს მხრიდან აქტიურ ჩარევას და შრომის ინსპექციის სასწრაფოდ შემოღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიწყება მუშათა მობილიზება არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოსაცხადებლად და საგაფიცვო მოძრაობის გაფართოება" - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების, "მწვანე მუშტის," "თვითორგანიზების ქსელის," "ახალგაზრდა მწვანეების," "თბილისის სოლიდარობის ქსელისა" და "თეთრი ხმაურის მოძრაობის" განცხადებაში. გაფიცული მეშახტეების მხარდამჭერთა მსვლელობა 18 საათზე დაიწყება მეტროს სადგურ „დელისიდან“ და დასრულდება "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ცენტრალურ ოფისთან.

XS
SM
MD
LG