Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სათათბირომ უარი თქვა ნემცოვის ხსოვნის პატივსაცემ წინადადებაზე


რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ უარყო ერთ-ერთი დეპუტატის წინადადება წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ხსოვნისთვის. ამ ინიციატივით ნემცოვის მკვლელობის წლისთავამდე ერთი დღით ადრე, 26 თებერვალს გამოვიდა დმიტრი გუდკოვი - ერთ-ერთი სულ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატიდან სახელმწიფო სათათბიროში, რომელშიც დომინანტურ ძალას წარმოადგენს კრემლის მიერ კონტროლირებული პარტია ერთიანი რუსეთი. გუდკოვის წინადადების პასუხად ულტრანაციონალისტმა დეპუტატმა, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ განაცხადა, სათათბიროს დეპუტატები ვინმეს პატივსაცემად ფეხზე მაშინ დგებიან, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ეროვნულ გლოვას აცხადებსო. ნემცოვი, ყოფილი ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხმამაღალი ოპონენტი 2015 წლის 27 თებერვალს, კრემლთან ახლოს მოკლეს. მკვლელობის აღსრულებაში ეჭვმიტანილი პირი ოფიცერი იყო ჩეჩნეთის კრემლის მიერ მხარდაჭერილი ლიდერის, რამზან კადიროვის უსაფრთხოების ძალებში. საქმესთან დაკავშირებით ასევე ასამართლებენ კიდევ ხუთ ჩეჩენს. მაგრამ მკვლელობის შემკვეთის ვინაობა დაუდგენელი რჩება. ნემცოვის ოჯახი და მხარდამჭერები გამოძიებას მწვავედ აკრიტიკებენ და არაეფექტიანს უწოდებენ.

XS
SM
MD
LG