Accessibility links

logo-print

ფიფას ახალ პრეზიდენტად ჯანი ინფანტინო აირჩიეს


ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - 45 წლის შვეიცარიელი ფუნქციონერი ჯანი ინფანტინო. ციურიხში, ფიფას რიგგარეშე კონგრესზე გამართული კენჭისყრის მეორე ტურში, რომელშიც ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა (მეხუთე პრეტენდენტმა, სამხრეთაფრიკელმა ტოკიო სექსუეილმა ჯერ კიდევ კონგრესის დაწყებამდე მოხსნა თავისი კანდიდატურა), ინფანტინომ 207-დან 104 ხმა მიიღო. მეორე შედეგი აჩვენა აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა შეიხმა სალმან ალ-ხალიფამ - 88 ხმა, ხოლო მესამე - იორდანიის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარემ, პრინცმა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა - ოთხი ხმა. მეოთხე კანდიდატმა, ფრანგმა ჟერომ შამპანმა ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო. მეორე ტურში გამარჯვებისთვის საკმარისი იყო ხმათა უბრალო უმრავლესობა. ახალი პრეზიდენტის არჩევას წინ უძღოდა კორუფციასთან დაკავშირებული რამდენიმეთვიანი სკანდალი, რომლის შედეგადაც საფეხბურთო საქმიანობას ჩამოაშორეს ფიფას აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი, შვეიცარიელი იოზეფ ბლატერი. მსოფლიო ფეხბურთის ახალ ხელმძღვანელს აქამდე უეფას გენერალური მდივნის პოსტი ეკავა.

XS
SM
MD
LG