Accessibility links

logo-print

გენერალი ბრიდლავი რუსეთს უწოდებს „გრძელვადიან საფრთხეს“


რუსეთმა გადაწყვიტა იყოს მეტოქე, რომელიც „გრძელვადიან საფრთხეს“ უქადის აშშ-ისა და მისი მოკავშირეების არსებობას. ამის თაობაზე ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალმა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლის დროს განაცხადა. სარდალმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს სურს „გადააკეთოს“ მსოფლიოში დადგენილი წესრიგი. „იმისათვის, რომ წინ აღუდგეს რუსეთს, ნატოს ევროპული სარდლობა და მისი მოკავშირეები და პარტნიორები ატარებენ შეკავების ღონისძიებებს და ემზადებიან იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში იბრძოლონ და გაიმარჯვონ“, - განაცხადა ბრიდლავმა.

XS
SM
MD
LG