Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში იმართება ბორის ნემცოვის მკვლელობის წლისთავთან დაკავშირებული აქციები


დღეს ბორის ნემცოვის მკვლელობის წლისთავია. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 2015 წლის 27 თებერვალს პისტოლეტის რამდენიმე გასროლით მოკლეს მოსკოვის ცენტრში. ნემცოვის საპატივცემულოდ მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში იმართება მსვლელობები, პიკეტები, სხვა ღონისძიებები. მოსკოვში, ბულვარის წრეზე იმართება ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მარში, რომლის ორგანიზატორები არიან ნემცოვის თანამებრძოლები პარტია პარნასის წევრები. ნიჟნი ნოვგოროდში, სადაც ხელისუფლებას თავდაპირველად არ სურდა მსვლელობის შესახებ შეთანხმება, მაინც გაიმართება აქცია ქალაქის ცენტრში. მასში მონაწილეობის პირობა დადო ნიჟნი ნოვგოროდის მერმა ივან კარნილინმა, რომლის თქმითაც, ბორის ნემცოვმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნისას ბევრი გააკეთა რეგიონისთვის. ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართება პეტერბურგში, ნოვოსიბირსკში, სამარასა და რუსეთის სხვა ქალაქებში, ასევე კიევში.

XS
SM
MD
LG