Accessibility links

logo-print

რუსეთმა შეწყვიტა სირიაში ავიადარტყმები


რუსეთმა შეწყვიტა სირიაში ავიადარტყმები იმ ფორმირებების წინააღმდეგ, რომლებმაც ცეცხლის შეწყვეტის შესახება განაცხადეს. როგორც რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, სერგეი რუდსკოიმ განაცხადა შაბათს, აშშ-ის წარმომადგენლებს გადაეცა ასეთი ფორმირებების სია, რომელთა რიცხვი საერთო ჯამში ექვსი ათასზე მეტ ადამიანს მოიცავს, ასევე ჩამონათვალი 74 დასახლებული პუნქტისა და რაიონისა, რომელთა წინააღმდეგ ავიადარტყმები არ უნდა განხორციელდეს. ანალოგიური ინფორმაცია მიიღეს რუსეთის სამხედროებმა აშშ-ისგანაც. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი პარასკევს შუაღამით შევიდა ძალაში. შაბათს დილით უკვე გაჩნდა ცნობები მისი დარღვევის შესახებ, თუმცა ავიადარტყმების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც სირიის საკითხებში გაეროს კოორდინატორმა, სტაფან დე მისტურამ განაცხადა, სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, 7 მარტს გაგრძელდეს ჟენევაში.

XS
SM
MD
LG