Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ორ აფეთქებას, სულ მცირე, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავღანეთში თვითმკვლელების მიერ მოწყობილ ორ აფეთქებას, სულ მცირე, 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სულ მცირე, 10 ადამიანი, მათ შორის, ავღანეთის მილიციის მეთაური დაიღუპა პაკისტანის საზღვრის მახლობლად. დაღუპულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირები და ბავშვები არიან. ორმოცამდე ადამიანი დაიჭრა. როგორც იტყობინებიან, დაღუპულთა შორისაა ტომის უხუცესი და მილიციის მეთაური ჰაჯი ხან ჯანი. ჯერჯერობით არ არის ნათელი, ვინ დგას აფეთქების უკან. მეორე აფეთქება მოხდა ქაბულში და მან, სულ მცირე, ცხრა ადამიანი იმსხვერპლა. დაიჭრა 13. აფეთქება მოხდა თავდაცვის სამინისტროს კომპლექსის მახლობლად. აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

XS
SM
MD
LG