Accessibility links

logo-print

ირანში ჩატარებული არჩევნების შედეგად რეფორმატორებმა საგრძნობლად გაიმყარეს პოზიციები


ირანის ხელისუფლების ცნობით, მას მერე, რაც დაითვალეს საარჩევნო ბიულეტენების 90%, ცხადია, რომ პრეზიდენტ ჰასან როჰანის რეფორმატორმა მოკავშირეებმა მოიპოვეს 290-ადგილიანი პარლამენტის 30-ვე მანდატი, რომელთა დასაკავებლადაც გაიმართა არჩევნები. არჩევნების წინასწარმა შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ რეფორმატორებმა მკაცრი კურსის მომხრე მეტოქეებთან შედარებით პოზიციები გაიუმჯობესეს ექსპერტთა საბჭოშიც - ორგანოში, რომელიც ქვეყნის უზენაეს ლიდერს ირჩევს. 26 თებერვლის არჩევნები პირველია ირანში მის მიმართ საერთაშორისო სანქციების გაუქმების შემდეგ. სანქციები გაუქმდა მას მერე, რაც მსოფლიოს ქვეყნებმა თეირანთან შეთანხმებას მიაღწიეს მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე. რეფორმატორებმა ამომრჩევლებს მოუწოდეს, ხმა მიეცათ რეფორმატორებისა და შედარებით ზომიერი კანდიდატებისთვის, რათა ხელი შეეშალათ მკაცრი კურსის მომხრე და ულტრაკონსერვატორი სასულიერო პირების ხელახლა არჩევისთვის. რეფორმატორებმა წარმატებას მიაღწიეს მიუხედავად იმისა, რომ ირანის გუშაგთა საბჭომ ათასობით კანდიდატი მოხსნა არჩევნებიდან.

XS
SM
MD
LG