Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვორკუტის შახტში 25-დან 28 თებერვლამდე მომხდარი სამი აფეთქების შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა


რუსეთში, ვორკუტაში, შახტ „სევერნაიაში“ 25-დან 28 თებერვლამდე მომხდარი სამი აფეთქების შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა. წუხელ ღამით მომხდარი მესამე აფეთქების შემდეგ კომპანია „ვორკუტაუგოლის“ ტექნიკურმა დირექტორმა ლენის პაიკინმა განაცხადა, რომ 25 თებერვლის შემდეგ მიწისქვეშ ჩარჩენილი მაღაროელები ცოცხალი ვერ გადარჩებოდნენ. უკანასკნელი აფეთქების შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ხუთი მაშველი და ერთი მაღაროელი. „სევერნაიაში“ პირველი ორი აფეთქება 25 თებერვალს მოხდა 780 მეტრის სიღრმეზე მეთანის გაზის უცებ ამოფრქვევის შედეგად. აფეთქების შედეგად ჩამოიშალა სამთო მადანი და ჩამონაშალის მიღმა ხანძარი გაჩნდა. კომის რესპუბლიკაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

XS
SM
MD
LG