Accessibility links

ბაღდადში ექსტრემისტების თავდასხმებს რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა


კვირას ბაღდადის გარეუბანში, აბუ ღრაიბში, ბრძოლები გაიმართა ერაყის უშიშროების ძალებსა და დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის. ხელისუფლების თქმით, მრავალი თვის განმავლობაში ეს ექსტრემისტების ყველაზე დიდი თავდასხმა იყო ერაყის დედაქალაქის მახლობლად. პოლიციის თანახმად, „ისლამური სახელმწიფოს“ იერიში გარიჟრაჟზე დაიწყო, როცა სამმა თვითმკვლელმა დანაღმული ავტომანქანები დააჯახა შენობებს, რომლებსაც უშიშროების ძალები იყენებენ აბუ ღრაიბში. ამას მოჰყვა ჯიჰადისტების რაზმის იერიში, რის შედეგადაც სამთავრობო ჯარების 12 მოსამსახურე დაიღუპა და, სულ მცირე, 22 დაიჭრა. კვირასვე აღმოსავლეთ ბაღდადში 24 ადამიანი დაიღუპა და 60 დაიჭრა ხალხმრავალ ბაზარში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა.

XS
SM
MD
LG