Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ალექსი პეტრიაშვილზე შეიარაღებულ თავდასხმას


პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივანზე ალექსი პეტრიაშვილზე შეიარაღებულ თავდასხმას ამაზრზენი დანაშაული უწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. „ვუერთდები ყველა იმ ადამიანს, ვინც მკაფიოდ და ცალსახად აცხადებს, რომ დამნაშავეები ძალიან სწრაფად უნდა გამოვლინდნენ და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ“ - განუცხადა თბილისში, ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოვალეობას თავს სწრაფად გაართმევენ. დავით უსუფაშვილის თქმით, კარგი ამბავია ის, რომ ალექსი პეტრიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „საქართველოში ყველანი უნდა ვიყოთ განცდით, რომ დაცულები ვართ, ეს კი ხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა ადამიანები, რომლებსაც შეუძლით ასეთი დანაშაული ჩაიფიქრონ, დაგეგმონ და აღარსულონ, დაინახავენ, რომ ყოველი ასეთი ჩანაფიქრი სასტიკად დაისჯება“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან 26 თებერვალს დაჭრეს თბილისში, საბურთალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე. გასულ კვირაში პეტრიაშვილს გაუკეთეს ორი ოპერაცია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

XS
SM
MD
LG