Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 73-მდე გაიზარდა ორი აფეთქების შედეგად დაღუპულების რიცხვი


ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, 73-მდე გაიზარდა ბაღდადის შიიტურ უბანში კვირას მოწყობილი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულების რიცხვი მას შემდეგ, რაც წუხელ გარდაიცვალა რამდენიმე მძიმედ დაჭრილი. ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება ხუთი ადამიანი და დაჭრილია 112. ბაღდადში მდებარე მრედის ბაზარი კვირას სავსე იყო ხალხით, როცა აფეთქება მოხდა. შემდეგ კი მსხვერპლის დასახმარებლად შეკრებილებს შორის თავი აიფეთქა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ უშიშროების ძალებს მოუწოდა, გაააქტიურონ ძალისხმევა, რათა არ დაუშვან ტერორისტების თავდასხმა უდანაშაულო სამოქალაქო პირებზე.

XS
SM
MD
LG