Accessibility links

logo-print

მოსკოვში დააპატიმრეს ქალი, რომელსაც თან ჰქონდა ბავშვის მოკვეთილი თავი


მოსკოვში პოლიციელებმა დააკავეს ქალი, რომელიც აქეთ-იქით აქნევდა ბავშვის მოკვეთილ თავს. პოლიციის ცნობით, ქალს ეჭირა იმ ოთხი წლის რუსი გოგონას თავი, რომლის ძიძადაც იყო დასაქმებული. ამასობაში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ეჭვმიტანილი ჩანს და ისმის მისი შეძახილები, რომ ტერორისტია. ამ უპრეცედენტო ინციდენტმა ბევრის აღშფოთება გამოიწვია რუსეთში და მის საზღვრებს მიღმა. პოლიციამ ქალი დააკავა დღეს მოსკოვში, მეტრო „ოქტიაბრსკოე პოლესთან“ სულ რამდენიმე წამში მას შემდეგ, რაც მან ჩანთიდან ამოიღო ბავშვის თავი. ამ საზარელი სცენის ამსახველ ვიდეოზე, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, ჩანს შავებში შემოსილი და ისლამურთვასაფრიანი ქალი. მედიის ცნობით, თვითმხილველები ამბობენ რომ გაისმა შეძახილი „დიდ არს ალაჰი“. ასევე მედიის ცნობით, ქალის ვინაობა დადგენილია: ის არის გიულჩეხრა ბობოკულოვა უზბეკეთიდან. ის, მოსკოვის პოლიციის ცნობით, ფსიქიატრიულ შემოწმებაზე გააგზავნეს.

XS
SM
MD
LG