Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის საზღვარზე ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს მიგრანტების შესაჩერებლად


მაკედონიის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და გამაყრუებელი ყუმბარები გამოიყენა ასობით მიგრანტის შესაჩერებლად, როცა ისინი საბერძნეთიდან საზღვარზე გადასვლას ცდილობდნენ. მიგრანტებმა, რომლებიც უკმაყოფილო არიან საზღვარზე დიდხანს ლოდინის გამო, გაარღვიეს ჭიშკარი იდომენის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. შეძახილით „გახსენით საზღვარი“ მათ ქვებიც დაუშინეს მაკედონიელ პოლიციელებს. ათენის ცნობით, 22 ათასამდე მიგრანტია შეგროვილი საბერძნეთში იმ შეზღუდვების გამო, რომლებიც მაკედონიამ, სერბიამ და ავსტრიამ დააწესეს საზღვრებზე მიგრანტების გასატარებლად. მიგრანტები ამ ქვეყნებზე გამავალი მარშრუტით ცდილობენ გერმანიასა და ევროკავშირის ზოგ სხვა ქვეყანაში მოხვედრას.

XS
SM
MD
LG