Accessibility links

logo-print

პაკისტანში სიკვდილით დასაჯეს რეფორმების მომხრე გუბერნატორის მკვლელი


პაკისტანში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელიც დამნაშავედ იყო ცნობილი 2011 წელს პენჯაბის პროვინციის გუბერნატორის, რეფორმების მომხრე სალმან ტასირის მკვლელობაში. მუმთაზ ყადრი დღეს ჩამოახრჩეს რავალპინდიში. ბევრი ისლამისტი მას გმირად მიიჩნევს. გუბერნატორის მკვლელობის შემდეგ, ყადრიმ თავის მოტივად დაასახელა გუბერნატორის მოწოდება, შეიცვალოს კანონები, რომლებიც ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას ისლამის შეურაცხყოფისათვის. ყადრიმ ისლამაბადის ბაზარში დღისით მოკლა გუბერნატორი ტასირი: მას 28 ტყვია დაახალა. მოსამართლე, რომელიც ყადრის სასამართლო პროცესს უძღვებოდა, იძულებული იყო პაკისტანიდან გაქცეულიყო მოკვლით მუქარის გამო.

XS
SM
MD
LG