Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები გვერდით დგომისაკენ მოუწოდებენ ინდუსტრიულ ქალაქებს


ტყიბულის მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტი გვერდით დგომისკენ მოუწოდებს ინდუსტრიულ ქალაქებს. განცხადებაში, რომელიც კომიტეტმა გაავრცელა, ნათქვამია, რომ დამსაქმებელი კომპანია დათმობაზე არ მიდის და შახტის გარკვეული უბნების კონსერვაციით იმუქრება, ხოლო პარალელურად გაძლიერდა ზეწოლა მეშახტეებსა და მათ მხარდამჭერებზე. გაფიცულები ჭიათურას, ზესტაფონს, ქსანს, რუსთავს და სხვა ინდუსტრიულ ქალაქებს მოუწოდებენ გვერდით დგომისაკენ, მონაწილეთა მოთხოვნების მხარდამჭერი განცხადებების რეგულარულად გაკეთებისა და სოლიდარობის აქციების ჩატარებისაკენ. ტყიბულელი მეშახტეები 17-ე დღეა აგრძელებენ გაფიცვას ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG