Accessibility links

logo-print

ირანში რეფორმარტორებმა მოიპოვეს უმრავლესობა პარლამენტშიც და ექსპერტთა საბჭოშიც


ირანში 26 თებერვალს ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგებით, პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ და მისმა მოკავშირე რეფორმატორებმა უმრავლესობა მოიპოვეს გავლენიან ექსპერტთა საბჭოში. ამ 88-წევრიან საბჭოს ევალება ირანის მომდევნო უზენაესი ლიდერის არჩევა. რეფორმატორებმა ასევე შეძლეს ძლიერი პოზიციის დაბრუნება პარლამენტში. არჩევნების შედეგები როგორც მიანიშნებს, რეფორმატორები და ზომიერი კურსის მომხრე კონსერვატიული ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ უცხოეთთან ბირთვული პროგრამის საკითხში ირანის შეთანხმებას, შეძლებენ საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას, თუ ძალებს გააერთიანებენ. ირანის მკაცრი კურსის მომხრე ძალებს, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდნენ, სულ 68 ადგილი ერგოთ 290-ადგილიან პარლამენტში. აქამდე მათ ხელში იყო 100 მანდატი. აპრილში ჩატარდება არჩევნების მეორე ტური 59 მანდატის მფლობელების ვინაობის გასარკვევად. ეს იყო პირველი არჩევნები ირანში მას შემდეგ, რაც გაუქმდა უცხოეთის მიერ დაწესებული სანქციები, ბირთვულ პროგრამაზე მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. რეფორმატორების წარმატება, სავარაუდოდ, გავლენას იქონიებს თეირანის ძალისხმევაზე, გამოვიდეს რამდენიმე ათწლეულის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციიდან.

XS
SM
MD
LG