Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოსკარი" ერგო პაკისტანურ დოკუმენტურ ფილმს, რომელიც „ღირსების მკვლელობებს“ ეხება


ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარი“ მიანიჭა პაკისტანურ დოკუმენტურ ფილმს „გოგონა მდინარეში: პატიების საფასური“, რომელშიც მოთხრობილია ე.წ. ღირსების მკვლელობების მსხვერპლთა ამბავი. პაკისტანელი რეჟისორის, ობაიდ ჩინოის ნამუშევარმა გაიმარჯვა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში. ამავე რეჟისორს 2012 წელსაც ერგო „ოსკარი“ დოკუმენტური ფილმისათვის, რომელშიც ასახულია პაკისტანში ქალების დასჯა მათთვის მჟავის შესხმით. ჩინოი ბოლოხანს შეხვდა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფს, რომელიც მას ე.წ. ღირსების მკვლელობების პრობლემასთან დაკავშირებით დაჰპირდა, რომ პაკისტანს გაათავისუფლებს „ამ ბოროტებისაგან სათანადო კანონმდებლობის მიღებით“. პაკისტანში ამჟამად მოქმედი კანონით, კაცი, რომელიც ნათესავ ქალს მოკლავს, სასჯელს თავიდან იცილებს, თუ მას ქალის ნათესავები „აპატიებენ“ მათთვის შესაბამისი ანაზღაურების გადახდის შემთხვევაში.

XS
SM
MD
LG