Accessibility links

აშშ კიბერ-შეტევას იწყებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ


აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობის თანახმად, აშშ იწყებს ექსტრემისტული გაერთიანების, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ კიბერ შეტევას სირიასა და ერაყში. ამასთან, აშშ-ი სპეცდანიშნულების რაზმებს მიავლენს რეგიონში. შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის, ჯოზეფ დანფორდის თქმით, აშშ-ს არ სურს, მტერმა იცოდეს, სად, როდის და როგორ ჩაატარებს კიბეროპერაციებს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ეშ კარტერის თანახმად, ერაყსა და სირიაში აშშ-მა მიავლნა სპეციალური დანიშნულების „მიზნობრივი“ ძალები. სირიასა და ერაყში აშშ-ის ამ ძალების სავარაუდო რაოდენობა 200-250 იქნება, რაც მათი რაოდენობის მცირე, მაგრამ აღსანიშნავ ზრდას წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG