Accessibility links

EMC: ტყიბულში დასრულდა მოლაპარაკება


არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) იუწყება, რომ ტყიბულში დასრულდა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელებული შეხვედრა გაფიცულ მეშახტეებს, საწარმოს და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის. ორგანიზაციის ცნობით, საწარმომ გაფიცულებს შესთავაზა ხელფასების დაუყოვნებლივ 7%-თ გაზრდა, აპრილის დასაწყიში კი დამატებით 3%-ით. ასევე, საწარმო თანახმაა გაცდენილი დღეების ნაწილი აანაზღაუროს, ნაწილს საშვებულებო დღედ გააფორმებს. აგრეთვე, გადაიხედება შრომის პირობები. EMC-ის თანახმად, შეთანხმების მიღწევის პროცესს ესწრებოდნენ მხოლოდ საგაფიცვო კომიტეტი და გაფიცულების მცირე ნაწილი, რომლებიც დათანხმდნენ საწარმოს შეთავაზებას. ჯერჯერობით უცნობია დანარჩენი გაფიცულების პოზიცია. ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა 16 დღე გრძელდებოდა. გაფიცულები მოითხოვდნენ ხელფასების 40%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

XS
SM
MD
LG