Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ნაცვლიშვილი ევროსასამართლოს წევრობის კანდიდატების შერჩევაზე


1 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე. ის არის აგრეთვე იმ სამთავრობო კომისიის წევრი, რომელმაც შეარჩია კანდიდატების ხუთეული ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლის თანამდებობაზე. საქართველოს მთავრობა ამ ხუთეულიდან შეარჩევს სამ კანდიდატს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის წარსადგენად. ანა ნაცვლიშვილმა ილაპარაკა დღემდე წარმართული პროცესის დეტალებზე, შეფასების სისტემასა და პრინციპებზე. ანა ნაცვლიშვილი თვლის, რომ საჭიროა უკეთესად იყოს გაწერილი - როგორ შეფასდეს კანდიდატის რეპუტაცია, რადგან ევროსასამართლოს წევრი უნდა აკმაყოფილებდეს მაღალ მორალურ კრიტერიუმებს. შესაბამისად, კომისიის ამოცანა არ იყო მხოლოდ კვალიფიკაციის შემოწმება, არამედ მათ თითოეული პირის რეპუტაციაც უნდა შეეფასებინათ. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭისყრამდე საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატების ბიოგრაფიებს შეისწავლის და კანდიდატებს გაესაუბრება საპარლამენტო ასამბლეის იურისტი წევრებისგან შემდგარი საგანგებო კომიტეტი. თუკი ეს კომიტეტი ჩათვლის, რომ კანდიდატები არასათანადოდ კვალიფიციურები არიან, შეუძლია დაიწუნოს სია და კანდიდატების ახალი სამეულის შერჩევა მოითხოვოს წარმდგენი ქვეყნისგან. ასეთი რამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორჯერ მოხდა აზერბაიჯანის შემთხვევაში.

XS
SM
MD
LG