Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში საპრეზიდენტო "პრაიმერისებზე" დღეს "სუპერსამშაბათია"


აშშ-ის 13 შტატში, 1 მარტს, რომელსაც საარჩევნო ტერმინოლოგიით „სუპერსამშაბათს“ უწოდებენ, იმართება ეგრეთ წოდებული „პრაიმერისები“, რომლებიც გადამწყვეტია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების კანდიდატების დასამტკიცებლად. დემოკრატებმა ჩრდილოეთი ამერიკის 11 შტატში უნდა აირჩიონ ჰილარი კლინტონსა და ბერნი სანდერს შორის. კენჭისყრასა და კოკუსებში პარტიის ნომინაციაში გასამარჯვებლად საჭიროა დელეგატების რაოდენობის მესამედის მიმხრობა. ეს შტატებია: ალაბამა, არკანზასი, კოლორადო, ჯორჯია, მასაჩუსეტსი, მინესოტა, ოკლაჰომა, ტენესი, ტეხასი, ვერმონტი და ვირჯინია. რესპუბლიკური პარტიამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ვინ იქნება მისი საბოლოო კანდიდატი ხუთ დარჩენილ კანდიდატს შორის ამავე შტატებში, ასევე ალასკაში და უაიომინგში. რესპუბლიკური პარტიის ნომინაციაში გასამარჯვებლად დელეგატთა ნახევრის ხმაა საჭირო. წინასწარი გამოკითხვებით, გამარჯვებას „სუპერსამშაბათს“, ყველა შტატში,გარდა ტეხასისა, უწინასწარმეტყველებენ რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს. მისი კონკურენტი ტეხასში ამ შტატის სენატორი ტედ კრუზია. ყველა სხვა შტატში ტრამპის მთავარი მეტოქეა ფლორიდის სენატორი, მარკო რუბიო. „სუპერსამშაბათის“ „პრაიმერისები“ ბოლო იქნება ოჰაიოს გუბერნატორის, ჯონ კეისიკისა და ყოფილი ნოიროქირურგის, ბენ კარსონისთვის.

XS
SM
MD
LG